ვის ეკუთვნის დიღომში მდებარე "სასახლე", რომელიც მე-16 საუკუნის იტალიური ვილის ანალოგია

ეს სასახლე, რომლის მშენებლობაც დასრულებული არ არის, დიღომში მდებარეობს. ის მნახველებს თვალს პირველივე ხილვის დროს სჭრის.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ეკუთვნის და ის "ვილა ლა როტონდას" ქართული ანალოგია. მისი ფართი 1670 კვადრატული მეტრია.

"პალიტრავიდეო" კობა ნაყოფიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს სახლი მას აღარ ეკუთვნის.

"სახლი იპოთეკური სესხით ავაშენე, ვერ გადავიხადე და სამწუხაროდ, ბანკმა წაიღო. თავის დროზე ვაპირებდი გაყიდვას, მაგრამ მყიდველი ვერ ვიპოვე. რა ოდენობის სესხი მქონდა აღებული, ამას ვერ გავასაჯაროებ", - განაცხადა ბიზნესმენმა. 

წყარო: PALITRAVIDEO.GE