სამხრეთ კორეული კომპანია Samsung-ის საბროკერო კომპანიამ შემთხვევით გაავრცელა თანამშრომლებზე კომპანიის 105 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები.
როგორც Bloomberg-ი წერს, კომპანია გეგმავდა აქციის მფლობელი თანამშრომლებისათვის დივიდენდების გადახდას ქაღალდზე ათასი ვონის (0.94 დოლარის) ოდენობით. Samsung Securities-ის ერთ-ერთი თანამშრომლის შეცდომის გამო კი, აქციონერებს გადაეცათ 2,8 მილიარდი ქაღალდი, რომელთა ღირებულებამ თეორიულად 112,6 ტრილიონი ვონი (დაახლოებით 105 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ეს ციფრი კი, კომპანია Samsung Securities საბაზრო ღირებულებაზე 30-ჯერ მეტია.
აქციების მიღებიდან რამდენიმე წუთში კომპანიის 16-მა თანამშორმელმა მოასწრო 5 მილიონამდე აქციის გაყიდვა, საერთო ჯამში 185 მილიონ დოლარად. ამან კი Samsung-ის აქციების ფასის 12%-ით გაუფასურება გამოიწვია, რამდენიმე წუთის განმავლობაში.
სამხრეთ კორეის ფინანსების რეგულატორმა აღნიშნულ ფაქტზე შემოწმება დაიწყო და Samsung Securities-ის შეცდომაში მხილებული და აქციების გამყიდველი თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა.
Bloomberg-ი ამ ფაქტს აფასებს როგორც ერთ-ერთ უმსხვილესს „მსხვილი თითის“ ინციდენტს, როცა ტრეიდერი შეცდომით აჭერს თითს არა საჭირო ღილაკს.
კოკა კვირკველია