ვაშინგტონი მოსკოვის მიმართ ახალ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სანქციების შედეგებს „ყველა იგრძნობს“. საუბარია მთელ რიგ რუსულ კომპანიებზე, რომლებიც სირიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. მათი ზუსტი რაოდენობა და სახელწოდებები დღეს გახდება ცნობილი. „ჩვენი მხრიდან ეს სერიოზული სიგნალია და იმედი გვაქვს, რომ მოგვისმენენ“, -განაცხადა ჰეილიმ.
NY Times-ის ინფორმაციით, ახალი სანქციები სარაკეტო იერიშებიდან მალევე დაწესდება და ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ამერიკა არამხოლოდ ბაშ ასადის რეჟიმს ებრძვის, არამედ ებრძვის მის პარნტიორებასაც. გამოცემას დონალდ ტრამპის სიტყვები მოჰყავს, რომლის განცხადებით ქიმიური იარაღის გამოყენების „საფასური დიდი იქნება“. თუმცა ჯერ უცნობია რამდენად შორს წავა ტრამპი.
კოკა კვირკველია