მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.55 ლარი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით 3.2%-ით ნაკლები; ხოლო გასული წლის მარტთან შედარებით 4.2%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა „აისეტი“ (ISET) ავრცელებს.
ISET-ის ცნობით, იმერული ხაჭაპურის ღირებულება ყველა ქალაქში შემცირდა. ყველაზე მეტად - 4.7%-ით ინდექსი თელავში შემცირდა და 3.41 ლარი შეადგინა. თბილისში ხაჭაპურის ინდექსი 4%-იანი კლება დაფიქსირდა, ბათუმში - 1.5%-ით, ხოლო ქუთაისში - 2.7%-ით შემცირდა.
„აისეტის“ განმარტებით, ინდექსის შემცირება, რძის პროდუქტებზე ფასის კლებამ გამოიწვია.