ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება 150 000 ლარად იყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ამჯერად, სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ არსებული 29 962 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიცია, 40 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და 40 ადამიანის დასაქმება.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/513730