საქართველოში საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  საქართველოში საარსებო მინიმუმი მარტში 1.5 ლარით გაიზარდა და 176.9 ლარი შეადგინა.

შესაბამისად, გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც. მარტში ეს მაჩვენებლი -  156.7 ლარი იყო, იანვარში - 155, თებერვალში კი 155.3 ლარი იყო. საშუალო ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 2.5 ლარით გაიზარდა და მარტში საქსტატის გათვლებით, 296.7 ლარია.

იანვარში ეს მაჩვენებელი - 293.5, ხოლო თებერვალში 294,2 ლარი იყო.