გვასალიას ახალი "კროქსები"  765 ევრო ღირს

მოდის სახლმა „ბალენსიაგამ“, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ახალი კროქსები შექმნა.

რეზინისგან დამზადებული ფეხსაცმლის შეძენა საკმაოდ მაღალ პლატფორმაზე "ბალენსიაგას" ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია. კროქსების ფასი 385 ევროდან იწყება. Jibbitz™-ის აქსესუარებით გაფორმებული ფეხსაცმელი კი 765 ევრო ღირს.

გვასალიას მოდელები კროქსებით პირველად გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ. დიზაინერმა განმარტა, რატომ შეაჩერა არჩევანი "კროქსზე".

"ეს არის ინოვაციური ფეხსაცმელი. მსუბუქია, ერთ მთლიან ნაწილად ჩამოსხმული. ასეთი ტექნოლოგია და მასალა "ბალენსიაგასთვის" ძალიან შესაფერისია," - განაცხადა გვასალიამ.

წყარო: ambebi.ge