შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიმუშავეს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, სასტუმროში „რუმს თბილისი“ ხვალ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი (UK Good Governance Fund/GGF) სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებთან და ბრიტანეთის სურსათის შესაფუთი მასალების ასოციაციის (Foodservice Packaging Association) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პროექტის პირველი ფაზის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავენ.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ბრიტანეთის საელჩოში პირველი პოლიტიკური მდივანი და „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელი სუზან სტერნი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და სამრეწველო-სავაჭრო პალატის წარმომადგენლები, შესაფუთი მასალების მწარმოებლები.
ღონისძიება შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშემწყობი პროექტის - “მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით (DFCTA Support for SMEs)”, ფარგლებში გაიმართება. პროექტის განხორციელების პირველი ფაზის შედეგად, სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიებისთვის შემუშავდა გზამკვლევი და ევროსტანდარტების შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტაცია შეიქმნა. აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. ამ დროისთვის პროექტში 10-მდე შემფუთველი კომპანიაა ჩართული.
სავაჭრო სამრეწველო პალატასთან აქტიური თანამშრომლობით GGF-ის პროექტს საქართველოში გლობალური საკონსულტაციო კომპანი