ჰააგა პირველი ჰოლანდიური ქალაქი გახდა, რომლის ცენტრში, ცენტრალური რკინიგზის სადგურზე და მთავარ სავაჭრო არეალში კანაფის მოწევა აიკრძალა.
აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ფლაერები კანაფის გამყიდველ „კოფი-შოპებსა“ და უსახლკარო გადამყიდველებს გადაეცათ, სადაც წერია, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.
ქვეყნის მასშტაბით 1970 წლიდან მოქმედი ე.წ. ტოლერანტობის პოლიტიკა აღნიშნული გადაწყვეტილებით იცვლება. ამის მიზეზად კი, როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივებისა და ქალაქის სტუმრების პრეტენზიები გახდა, რომლებიც უჩივიან ქალაქში კანაფის სუნსა და მწეველთა ხმაურს.
დღეისათვის ნიდერლანდებში 573 „კოფი-შოპი“ მოქმედებს, რომელიც ქვეყნის 380 მუნიციპალიტეტიდან 103-ში ფუნქციონირებს, მათ შორის არის ჰააგაც.
კოკა კვირკველია