"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს, კომპანია "Minstream"-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში - "JOB FAIR" მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

"კომპანია პროექტში მონაწილეობას პერსპექტიული კადრების მოზიდვის მიზნით გეგმავს. შერჩეულ სტუდენტებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წლევანდელ საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ჩართავს. "JOB FAIR"-ის მასპინძელი, წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია", - აღნიშნავენ კომპანიაში.

"JOB FAIR" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის დიდ სააქტო დარბაზში დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.