ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

სასტუმრო "რედისონში" დაგეგმილ შეხვედრაზე პრემიერი ბიზნესმენებს სიტყვით მიმართავს, შემდეგ კი, შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრას ბიზნეს-სექტორის 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი წარმომადგენელი დაესწრება.