იყიდება აუქციონზე  დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის დასახელება, მე-3 მიკრო რაიონი, კორპუსი N1-ის მიმდებარედ არსებული 221 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა  (ს/კ. 01.10.08.006.107). უძრავი ქონების საწყისი ფასი  91 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/512744

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ  სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (+995) 32 298 11 11.