7 კილოგრამი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების გადმოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე ილგარ ალახვერდიევი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 მაისს, ილგარ ალახვერდიევმა, საბაჟო გამშვები პუნქტი "აეროპორტის" გადმოკვეთისას, საბაჟო კონტროლისაგან მალულად 7 კილოგრამი ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გადმოიტანა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.