ანტივირუსმა Windows Defender-მა ტორენტ-კლიენტის uTorrent-ის ბლოკირება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა ExtremeTech წერს.
კომპანია Microsoft-ის ვებგვერდზე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში გაჩნდა ცალკე გვერდი, რომელიც დაეთმო uTorrent-ს. მასში აღნიშნული იყო, რომ პროგრამას აქვს „ცუდი რეპუტაცია“ და ამავდროულად შეუძლია მუშაობის შეფერხება. თუმცა Windows Defender-ი მის ბლოკირებას აქამდე არ ახდენდა. ახლა კი ანტივირუსი uTorrent-ს კარანტინში ათავსებს და მას მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
ანალოგიურად იქცევიან სხვა ანტივირუსული პროგრამები, რომლებიც პროგრამას აღიქვამენ როგორც ზიანის მომტანს. თუმცა მიუხედავად ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ პროგრამის ხელით მართვა და მისი გამოყენება.
uTorrent-ის შემქმნელი კომპანია BitTorrent, Inc-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავსი ცვლილება Defender-ის მუშაობაში დაკავშირებულია Windows-ის ერთ-ერთი ბოლო ვერსიის შექმნისას დაშვებულ შეცდომასთან, რა დროსაც ვირუსად იქნა აღქმული uTorrent-ის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც პროგრამის მომხმარებელთა მხოლოდ ხუთმა პროცენტმა გამოიყენა. საბოლოოდ კი, მისმა შექმნელებმა ეს ვერსია უბრალოდ წაშალეს საიტიდან.
კოკა კვირკველია