ავსტრიაში თავშესაფრის მაძიებლებს ტელეფონის ჩაბარება და 840 ევროს გადახდა მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
როგორც გამოცემა The Local წერს, თანხა თავშესაფრის მაძიებელთა პროცედურებს მოხმარდება, ხოლო მობილური ტელეფონებით გაარკვევენ, თუ რა გზით ჩავიდნენ ეს მიგრანტები ავსტრიაში. თუ გეოლოკაციის მონაცემები აჩვენებს, რომ დევნილები მანამდე იყვნენ სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს „დუბლინის რეგლამენტი“, მაშინ მათ სავარაუდოდ, უკან ამავე ქვეყანაში დააბრუნებენ.
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ზომების მიხედვით, მიგრანტებს ასევე შეუძლიათ ავსტრიის მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ ამ ქვეყანაში ცხოვრებიდან 10 წლის შემდეგ და არა 6 წლის შემდეგ როგორც ახლა ხდება. გარდა ამისა, დაჩქარდება იმ პირების დეპორტაციის პროცედურა, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და არიან ნასამართლევი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ულტრამემარჯვენე ჰერბერტ კიკლის განცხადებით, მისი მიზანია ბოლო მოეღოს ახლა არსებულ თავშესაფრის მიღების წესის ბოროტად გამოყენებას.
ადამიანის უფლებადამცველების განცხადებით კი, მიგრანტების ტელეფონებზე წვდომა გამოიწვევს ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას. ისინი ასევე წინააღმდეგი არიან პროცედურების საფასურის მიგრანტებზე დაკისრების, იმიტომ, რომ მათ როგორც წესი ასეთი თანხა არ გააჩნიათ და ეს იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა მათ ბიუჯეტზე.
შესწრობების დასამტკიცებლად საჭიროა კანონპორექტს მომდევნო დღეების განმავლობაში პარლამენტმა მხარი დაუჭიროს.
კოკა კვირკველია