ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებები საერთაშორისო ტრანზაქციების წარმოებისას დოლარის ნაცვლად უკვე ევროს გამოიყენებს.
ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
„ყველა სამინისტრო, სახელმწიფო ორგანიზაციები და კომპანიები ვალდებულნი არიან გამოიყენონ ევრო როგორც ძირითადი ვალუტა ანგარიშსწორებისას და სტატისტიკის გამოქვეყნებისას, ასევე ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისას“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამერიკულ დოლარზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, რაც ამერიკის მიერ თეირანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გატარებული ზომების პასუხია, რომელსაც ირანელი ჩინოვნიკები „ეკონომიკურ შეთქმულებას“ უწოდებენ.
კოკა კვირკველია