თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ღამის ეკონომიკის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას რამდენიმე დღეში გამართავს.
„დავასრულეთ მუშაობა და პროექტის პრეზენტაციას რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე კახა კალაძემ მიმდინარე წლის 7 მარტს წარადგინა. როგორც გვარჯალაძე აცხადებდა, მისი მთავარი მოვალეობა იქნება, სახელმწიფო სტრუქტურები კომერციულ სტრუქტურებს დააკავშიროს, რათა ღამის ეკონომიკა განვითარდეს.