სოფელ მეტეხში კერამიკული აგურის საწარმო აშენდება

კასპის რაიონში, სოფელ მეტეხში ესპანურ-ქართული ინვესტიციით კერამიკული ნაწარმის საწარმო აშენდება.

წარმოების დაწყებისთვის კომპანია 2 105 256 ევროს ინვესტიციას განახორციელებს და 24 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო წელიწადში სულ მცირე 55 000 ტონა კერამიკულ აგურს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „კერამიკა ელ ტორენტეს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე 28 155 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 344 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.