ირაკლი ღარიბაშვილი : დავასრულოთ სპეკულაციები, თუ ვინ არის რეალურად წარმომადგენელი ბიზნესთან ურთიერთობაში

მინდა, დავასრულოთ სპეკულაციები, თუ ვინ არის რეალურად წარმომადგენელი ბიზნესთან ურთიერთობაში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სურს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში, რადგან მიაჩნია, რომ ეს მექანიზმი, კომუნიკაციის ეს წყარო არის ეფექტური და ის არ გამოიწვევს გარკვეულ გაორებებს, გაურკვევლობებს.

"მე მინდა, რომ ამით დავასრულოთ სპეკულაციები და საუბარი, თუ ვინ არის რეალურად წარმომადგენელი ბიზნესთან ურთიერთობაში და პრობლემის არსებობის შემთხვევაში თქვენ იცით, ვის უნდა მიმართოთ", - მიმართა ბიზნესმენებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და ბიზეს სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.