ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამერიკის მხრიდან რუსეთზე დაწესებულმა ბოლო სანქციებმა ვაშინგტონისთვის სასურველი შედეგი გამოიღო და ამერიკული სტრატეგია ამ სფეროში მუდმივად დაკორექტირდება, მათ შორის კონფიდენციალური ფაქტორებიდან გამომდინარე.
ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში განაცხადა.
მიმდინარე თვის დასაწყისში ამოქმედებულ ანტირუსულ სანქციებზე საუბრისას მნუჩინმა აღინიშნა, რომ ეს სანქციები არის ძალზედ მნიშვნელოვანი ბერკეტი. „ჩვენ არ გვეშინია მათი გამოყენების. ჩვენ ვაპირებთ მათ გამოყენებას, მაგრამ არ ვაპირებთ ამის შესახებ მთელს მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი გეგმები. სანქციებმა, რომელიც ჩვენ დავაწესეთ რუსი ოლიგარქებისა და რუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ეფექტი გამოიღეს“, - განაცხადა მნუჩინმა.
მისივე თქმით, როგორც ამას პრეზიდენტი ამბობდა, „ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ძალიან მკაცრები რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ“, - დასძინა მნუჩინმა.
ფინანსთა მინისტრი დაეთანხმა შეფასებას, რომ აღნიშნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე დაწესებული ნებისმიერი სხვა.
„გამოვიყენებთ სამხედრო თუ ეკონომიკურ ბერკეტებს? ჩვენ ამ წნეხის კორექტირებას მუდმივად განვახორციელებთ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები კულისებს მიღმა, რომელზეც საუბარი ღიად ჩვენ არ გვსურს“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, 6 აპრილს აშშ-მ რუსი ჩინოვნიკების, ბიზნესმენებისა და კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. ჩამონათვალში მოხვდა 38 ფიზიკური პირი, მათ შორის, ისეთი მაღალჩინოსნები როგორებიც არიან მინისტრები თუ მათთან გატოლებული თანამდებობის პირები.
კოკა კვირკველია