რუსეთმა ამერიკის წინააღმდეგ მსო-ს საჩივრით მიმართა. მოსკოვი ვაშინგტონისგან რკინასა და სხვა მეტალზე გაზრდილი გადასახადის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, - წერს Reuters-ი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოთხოვნით მსო-ს ასევე მიმართეს ინდოეთმა, ჩინეთმა და ევროკავშირმა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვაშინგტონი დათანხმდა აწარმოოს მოლაპარაკებები ჩინეთთან და მზადაა იგივე გააკეთოს ინდოეთთან და ევროკავშირთან.
ამასთან, ბრიუსელი თავის მხრივ, მზადაა აშშ-ს შესთავაზოს სავაჭრო შეთანხმება, რომელიც დაწევს ტარიფებს ევროპაში ამერიკული ავტომობილებისა და სხვა დანადგარების იმპორტზე. სანაცვლოდ კი, ევროკავშირი ითხოვს, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ მოხვდნენ ამერიკის მხრიდან დაწესებული გაზრდილი გადასახადების ქვეყნების ჩამონათვალში.
შეგახსენებთ, 23 მარტიდან აშშ-მ იმპორტირებულ რკინაზე 25%-მდე და 10%-ით ალუმინზე გაზარდა გადასახადები. ის ყველა ქვეყანაზე მოქმედებს, თუმცა ავსტრალიისთვის, ბრაზილიისთვის, კანადისა და მექსიკისთვის, ასევე კორეისთვის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის პირველ მაისამდე გადავადდა.
კოკა კვირკველია