Nation Geographic-ის ობიექტში საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა. გამოცემა ყოფილ საბჭოთა სპა კურორტებს ესტუმრა, რომლებიც აღარ ფუნქციონირებს.
საბჭოთა მოქალაქეებში სანატორიუმებში დასვენება ძალიან პოპულარული იყო. მათ ვალდებულებაც ჰქონდათ, სპა კურორტებზე წელიწადში 2 კვირის განმავლობაში დაესვენათ.
"დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში მდებარე ფოთლებმოდებული შენობები სხვა დროიდან შემორჩენილი სიძველეა. სანატორიუმის დიდი სვეტები, ლურჯ და ფირუზისფრად მოხატული არქიტექტურა საბჭოთა მოქალაქეებს ერთ დროს აქტიურად ემსახურებოდა" - წერს National Geographic-ი.
1920-იან წლებში წყალტუბოში მდებარე სპა კომპლექსი საბჭოთა ექსკლუზიურ კლიენტებს ემსახურებოდა. მოქალაქეები აქ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამკურნალო პროგრამით ჩადიოდნენ და თავიანთი სანქცირებული დასვენების დროს ენერგიის აღდგენაზე მუშაობდნენ, ამავდროულად თავიანთ სოციალისტურ იდეალებზე ფიქრობდნენ. თუ მოქალაქეები ჯანმრთელობას არ უჩიოდნენ, თეორიულად, მათი სამუშაო ადგილი უფრო ჯანსაღი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, საბჭოთა რეჟიმის მხარდასაჭერად უფრო ძლიერ ძალას წარმოადგენდა.
გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსის ბევრი შენობა მიტოვებულია, მისი რამდენიმე სექცია მაინც ფუნქციონირებს.