არქიტექტურულმა ჟურნალმა eVolo-მ მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური და არაჩვეულებრივი ცათამბჯენების პროექტები გამოავლინა. კონკურსი წელს მეცამეტედ ჩატარდა.
კონკურსის მიზანია, შეიქმნას ისეთი პროექტები, სადაც გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები და იქნება ინოვაციურები. კონკურსში წარმოდგენილი იყო 526 პროექტი მთელი მსოფლიოდან.
„ბიზნესპრესნიუს“ გთავაზობთ 12 საუკეთესო პროექტს. (იხილეთ ფოტოგალერეა)
1. თავშესაფარი ცათამბჯები სტიქიური და ჰუმანიტარული კატასტროფებისას (პოლონეთი)
ეს არის პოლონელი არქიტექტორების პროექტი, რომელიც სტიქიური და ჰუმანიტარული კატასტროფების შემთხვევაში გამოიყენება. პროექტის მიხედვით, შენობაში განთავსებულია საავადმყოფო, საცხოვრებელი ბინები, საწყობი, ფერმა და ა.შ.
2. ტაძარი-ფერმა (ჰონკონგი)
მეორე ადგილზე გავიდა ჰონკონგელი არქიტექტორების პროექტი - ბრინჯის ტაძარი-ფერმაა.3.ხანძარსაწინააღმდეგო სახლი ტყეში (ჩილე)
მესამე გამარჯვებული გახდა ხანძარსაწინააღმდეგო მაღალსართულიანი სახლი, პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ჩილედან. პროექტის მიხედვით, სახლში წვიმის დროს გროვდება წყალი და იზრდება ტენიანობა. ხანძრების დროს ამ სახლის გამოიყენება შეიძლება როგორც სავენტილაციო სისტემის, რაც ხელს შეუშლის ცეცხლის გავრცელებას.
4. 1-კილომეტრიანი ვერტიკალური ქალაქი (რუსეთი)
მეოთხე ადგილზე 1-კილომეტრიანი ვერტიკალური ქალაქი გავიდა. პროექტი რუსმა არქიტექტორებმა მოამზადეს. პროექტის მიხედვით, ვერტიკალური ქალაქი იკავებს 1,4 კვადრატულ კილომეტრს, სადაც აშენდება 300-სართულიანი ექვსკუთხედიანი კონსტრუქცია. პროექტის საერთო ფართი შეადგენს 10,5 მილიონ კვადრატულ მეტრს. ეს სრულებით საკმარისია 350 ათასი ადამიანის საცხოვრებლად.
5.კოშკი ვულკანის კრატერთან (ჩინეთი)
ჩინელმა არქიტექტორებმა წარმოადგინეს ცათამბჯენების პროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს ვულკანური ამოფრქვევის თავიდან აცილებას. პროექტის თანახმად, კოშკი ვულკანის კრატერში ჩადის, მიჰყვება სითბოს და ელექტრომატას მაგმადან. ცათამბჯენით ვულკანიდან ჭარბი ენერგია გამოდის, რაც ხელს უშლის კრიტიკული დონის მიღწევას.
6. ცათამბჯენი-სასაფლაო (იაპონია)
იაპონელმა არქიტექტორებმა წარმოადგინეს პროექტი, რომელიც მიცვალებულების დაკრძალვის ადგილების სიმცირის პრობლემას მოაგვარებს.
7. მოდელური ციხე-ცათამბჯენი (იორდანია)
იორდანიელმა არქიტექტორებმა ამერიკულ ქალაქ დეტროიტში არსებული კრიმინალური სიტუაციის გადაჭრის გზებს მიაგნეს. მათი აზრით, ქალაქში აუცილებელია მოდულის ციხის კოშკის აღმართვა, რომელიც შეიძლება დასრულდეს ან საჭიროების შემთხვევაში დაიხუროს. ამ ცათამბჯენში პატიმრები შეძლებენ არა მარტო ცხოვრებას, არამედ იმუშაონ, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც მათ განათლებაზე, ასევე ქალაქის ეკონომიკაზე.
8. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან აგებული კოშკები (ჩინეთი)
ჩინელმა ინჟინრებმა მოიფიქრეს ცათამბჯენის აშენება 3D-პრინტერის დახმარებით. ამ პროექტის მიხედვით, მშენებლობაში გამოყენებული ტრადიციული მასალების გარდა, პრინტერი შეძლებს განახორციელოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება.9. თიხისგან აგებული მიწისქვეშა ქალაქი (საფრანგეთი)
საფრანგეთის მონაწილეებმა შეიმუშავეს გზა იემენის უძველეს ქალაქ შიბამის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. შიბამში არის გამხმარი თიხის ყველაზე მაღალი სახლები მსოფლიოში, მაგრამ მათ სჭირდებათ სწრაფი რემონტი. კონკურსში მონაწილე არქიტექტორებმა შესთავაზეს არსებული შენობების ქვეშ მიწისქვეშა სართულების გათხრა და რეკონსტრუქციისთვის მოპოვებული ქანების გამოყენება. მომავალში, 15 წლის თიხის სახურავი უსაფრთხო იქნება და გადაიქცევა ნახევრად მიწისქვეშა ცათამბჯენებად.
10. ვერტიკალური აეროპორტი (ამერიკა)
მე-10 ადგილი დაიკავეს ამერიკელმა არქიტექტორებმა, რომლებმაც შექმნეს აეროპორტი ცათამბჯენის პროექტი. ავტორების თქმით, ასეთი აეროპორტები ბევრად უფრო მცირე ტერიტორიას დაიკავებს, ვიდრე დღეს არსებუილი თანამედროვე აეროპორტები.
11. ცათამბჯენი მომავლის არქტიკაში (ამერიკა)
აშშ-ს კიდევ ერთი პროექტი არის ცათამბჯენი, რომელიც არქტიკაში ასშენებლად არის გათვალისწინებული. იდეა გლობალური დათბობის გამო დაიბადა. პროექტის მიხედვით, 2050 წელს საცხოვრებელი კორპუსი შეიძლება აღმართული იქნას ციცაბო კლდეზე მიტოვებული კანადის მაღაროში.
12. გამწმენდი ცათამბჯენი
კონკურსში გამწმენდი ცათამბჯენების ბევრი პროექტი შევიდა. მათ შორის, სამხრეთ კორეიდან შევიდა პროექტი წყლის მტვისგან გამწმენდი ცათამბჯენების აშენებაზე, პოლონეთიდან - გაყინული ზღვის გაწმენდაზე, ირანიდან - ჰაერის.