საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი აღდგენილია

საქართველოს გავლით სომხეთში 17 მაისს შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის ტრანზიტი უკვე აღდგა.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაასრულდა დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად დაზიანებული ჩრდილოეთი-სამხრეთის 1200მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები. "შესაბამისად, აღდგენილია ბუნებრივი გაზის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკაში", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის შეწყვეტის პერიოდში, პრობლემები არ შექმნია.