Deutsche Bank-მა შეცდომით 35 მილიარდი დოლარი გადარიცხა

გერმანულმა Deutsche Bank-მა ერთ-ერთ ბირჟაზე, საიდანაც ის საქმეს აწარმოებს, 35 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დეპოზტი შეცდომით გადარიცხა.

როგორც CNN Money ინფორმიერებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, გადასარიცხი თანხა 5 მილიარდით აღემატებოდა ბანკის მიმდინარე კაპიტალიზაციას.

გერმანიის უმსხვილესმა ბანკმა შეცდომა აღიარა თუმცა არა თანხის ოდენობა. ამიტომ უცნობია, რამდენი უნდა ყოფილიყო დეპოზიტზე შესატანი. „შეცდომა რამდენიმე წუთში გამოვლინდა, შემდეგ კი გამოსწორდა“ - განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა ჩარლი ოლივიემ.

როგორც ირკვევა, გადარიცხვა ჯერკიდევ მარტში მოხდა. მის ადრესატად კი მითითებული იყო კომპანია Eurex.

ბანკი ფინანსურად არ დაზარალებულა, თუმცა მსგავსი შეცდომები იწვევს კითხვებს რისკებისა და მართვის პროცედურების სანდოობასთან დაკავშირებით Deutsche Bank-ში - წერს სააგენტო Bloomberg.

კოკა კვირკველია