საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ახალ მაღალ გადასახადს რკინასა და ალუმიზნე აღარ დააწესებს.
„ვიმედოვნებ, ის ამას არ იზამს. ვინაიდან არ შეიძლება ახალი გადასახადი დაუწესო მოკავშირეებს“ - განუცხადა მაკრონმა ტელეკომპანია Fox News.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზრდიდა გადასახადის ოდენობას 25%-მდე იმპორტირებულ რკინაზე და 10%-ით ალუმინზე. თავის მხრივ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა პროდუქციის ჩამონათვალი, რომელშიც რამდენიმე ასეული დასახელების პროდუქცია მოხვდა და რომელთა წილი ამერიკა-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მაღალია.
ამის შემდეგ ევროკომისიამ გამართა კონსულტაციები ბაზრის მონაწილეებთან პროდუქციის ჩამონათვალის სრულყოფისთვის, ხოლო 23 მაისს გეგმავს ის წარუდგინოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას. ევროკავშირი ამ პროდუქციაზე გადასახადის გაზრდას 25%-მდე მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ აშშ ევროკავშირიდან იმპორტირებულ რკინაზე დააწესებს გაზრდილ გადასახადს. თუმცა ევროკავშირში მაინც იმედოვნებენ, რომ ამერიკული გაზრდილი გადასახადები საბოლოოდ მათ არ შეეხებათ.
კოკა კვირკველია