მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 2.2 მლნ დოლარით შემცირდა. ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ სამ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 28.2 მილიონი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 30.4 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში სამკურნალო საშუალებები უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში იყო. მისმა წილმა მთელ ექსპორტში 5.3% შეადგინა, მაშინ როცა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-8 ადგილზეა.