ევროკომისიამ დაიწყო გამოძიება ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის მხრიდან მუსიკის ამომცნობი ინტერნეტ აპლიკაციის Shazam-ის შესყიდვის კანონიერებაზე.
როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, „ევროკომისია იწყებს ღრმა გამოძიებას ამ შესყიდვის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულმა შეთანხმებამ შესაძლოა, მომხმარებლებს შეუმციროს მუსიკალური სერვისების არჩევანი. ევროკომისიამ აღნიშნული შესყიდვის კანონიერების შესწავლის შესახებ მიმართვები ევროპის მთელი რიგი ქვეყნებისგან მიიღო.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში Apple-მა დაადასტურა Shazam-ის შესყიდვა, აპლიკაცია, რომელიც გაშვებიდან მალევე App Store-ში რეგულარულად იმყოფებოდა ტოპ რეიტინგებში iOS სისტემების აპლიკაციებს შორის. მას იყენებდა ასობით მილიონი ადამიანი მთელი მსოფლიოდან. Shazam გამოიყენება მუსიკალური კომპოზიციების იდენტიფიცირებისთვის.
კოკა კვირკველია