ბათუმს ყაზახეთიდან 14 ტურ-ოპერატორი ეწვევა

ბათუმს, 23-25 მაისს ყაზახეთიდან 14 ტურ-ოპერატორი ეწვევა.

უცხოელი ტურ-ოპერატორები ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით შეხვდებიან ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს.

ყაზახეთიდან საინფორმაციო ტური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ტარდება. აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, სტუმრებს მასპინძლობას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ორი დღის მანძილზე გაუწევს, გააცნობს რეგიონის სასტუმრო პოტენციალს, ღირშესანიშნაობებსა თუ ბუნებრივ სიმდიდრეებს.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთ-ერთ მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკის მიხედვით, ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.