რუსეთში საერთაშორისო სანქციების საპასუხო დოკუმენტი მიიღეს

რუსეთმა "დახურული დოკუმენტი" შეიმუშავა, რომელიც დასავლეთის სანქციების საპასუხო ზომებს უკავშირდება.

"რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ტაქტიკა. ის შემუშავებულია დოკუმენტის სახით, რომელიც დახურულია. მასში მკაფიოდ არის განსაზღვრული, გაწერილი იქნება თუ არა ეს სანქციები ფიზიკური პირებისა და კომპანიების საწინააღმდეგოდ, იქნება თუ არა სექტორული სანქციები, ყოვლისმომცველი, სისტემური, შეეხება თუ არა საბანკო სისტემას", – აღნიშნა ბელოუსოვმა.

მისი ინფორმაციით, ამ დონეების მიხედვით გაწერილია შესაბამისი ქმედებები. "ამგვარად, თუკი რუსეთის წინააღმდეგ რაიმე იქნება მიღებული, საკმარისად კარგად ვიცით, როგორ რეაგირებას მოვახდენთ", – განაცხადა ბელოუსოვმა.