პრეზიდენტის და პედაგოგის ხელფასის "შედარებითი დახასიათება"

დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოში პედაგოგების ხელფასების შესახებ წერს.

„ბიზნესპრენიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში პედაგოგების ხელფასები არა მხოლოდ დაბალია, არამედ სამარცხვინოა.

პედაგოგების შრომის ანაზღაურების შედარება ქვეყნის პრეზიდენტის ხელფასთან ერთ-ერთი საინტერესო ინდიკატორია. იგულისხმება, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად სახელმწიფო მოხელის ხელფასთან ხდება შედარება. საქართველოსთვის ასეთი თანაფარდობის დადგენა არც თუ მთლად კორექტულია, რადგან პრეზიდენტი არ წარმოადგენს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეს. მასზე სამჯერ მეტს იღებს მარეგულირებელი კომისიების ზოგიერთი წევრი." - წერს გოცირიძე

bpn