"ელიტ ელექტრონიქსმა" მაისი "მწვანე თვედ" გამოაცხადა

"ელიტ ელექტრონიქსმა" მაისის თვე "მწვანე თვედ" გამოაცხადა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ელიტ ელექტრონიქსმა" საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა გარშემო არსებული პრობლემების მოგვარების მიმართ, რაც შეეხება როგორც გარემოს დაბინძურებისგან დაცვას, ასევე ბუნებრივი რესურსების დაზოგვას.

აქციის ფარგლებში, დიღმის ტყე-პარკში დღეს დაგეგმილია "ელიტ ელექტრონიქსისა" და "ბოშის" "მწვანე" ღონისძიება. კომპანიები მოსწავლეებთან ერთად დარგავენ 100 ხეს და ასევე დააჯილდოებენ სასკოლო ხატვის კონკურსისა და ინოვაციური პროექტების გამარჯვებულ მოსწავლეებს.

გარდა ამისა, სტუმრებისთვის დაგეგმილია უამრავი გასართობი ღონისძიება, გათამაშება და კონკურსი. გამარჯვებულებს "ელიტ ელექტრონიქსი" და "ბოში" სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოებენ.