2018 წელს თბილისში ქანდაკებების დამზადება-განთავსებისთვის 300 ათასი ლარი დაიხარჯება

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე წელს სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების უკვდავსაყოფად მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, სხვა მემორიალური ობიექტისა და სკულპტურული კომპოზიციის დამზადებასა და განთავსებას გეგმავს.

მერიამ მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის სრულად განთავსებასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა უკვე მიიღო.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 300 000 ლარია.