ფასის გამომთვლელი სისტემა, რომელიც მარტივი მონაცემების შეყვანის შემდეგ კონკრეტული უძრავი ქონების ფასს დაგითვლით, SS.ge-ს მიერ განხორციელებული კიდევ ერთი სიახლეა.
განცხადებების ვებგვერდი, რომელიც მუდმივად სიახლეს ნერგავს და მომხმარებელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესს უმარტივებს, ამიერიდან მარტივი კალკულატორითა და არც ისე მარტივი ალგორითმის საშუალებით უძრავი ქონების გაყიდვა/გაქირავების ფასს 1 წუთში გამოგიანგარიშებთ.
შპს saqme.ge-ს დირექტორის ნიკოლოზ ჯაფარიძის განმარტებით, გამომთვლელი იქცევა გარკვეულ დამხმარედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც უძრავი ქონების გაყიდვა/გაქირავება სურს ან უბრალოდ მისი ფასი აინტერესებს.
”უძრავი ქონების ტიპი, ქალაქი, უბანი, ფართი და სტატუსი - ეს არის პარამეტრები, რომელთა შევსების შემდეგაც, კალკულატორი მიახლოებით ფასს გამოგითვლით. გამონაკლის შემთხვევაში ეს ფასი შეიძლება არ იყოს მაქსიმალურად ზუსტი, რადგან გარდა აღნიშნულისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ბინის ფასზე დიდ გავლენას ახდენენ. მაგალითად, საშენი და სარემონტო მასალების ხარისხი, ახალია თუ არა რემონტი, როგორი ხედია და სხვა,” - განმარტავს ნიკოლოზ ჯაფარიძე.
კალკულატორისთვის შეიქმნა ალგორითმი, რომელიც ფასის გამოსაანგარიშებლად SS.ge-ს მონაცემთა ბაზას იყენებს. დროის მსვლელობასთან ერთად კი გაიზრდება ჩვენი ბაზა და შესაბამისად, ალგორითმი უფრო ზუსტი ფასის დადგენას შეძლებს,”- განმარტავს SS.ge-ს პროექტის მენეჯერი ილია გიჯაშვილი.
”შეიძლება სულაც არ აპირებდნენ ბინის გაყიდვას ან გაქირავებას, მაგრამ ფასი სხვა კონკრეტული მიზნით აინტერესებთ. ასეთ ადამიანებს ჩვენი გამომთვლელი მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმეს და სამომავლო გეგმების დასახვას. სამომავლოდ მომხმარებლებს დინამიკის ნახვაც შეეძლებათ, თუ რამდენად გაძვირდა ან გაიაფდა კონკრეტული ტიპის უძრავ ქონებაზე ფასი. დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის საწყისების გამოყენება და სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო ფუნქციებს და შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ“, - დასძინა პროექტის მენეჯერმა.
გარდა კალკულატორისა, SS.ge კიდევ რამდენიმე სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს. მათ შორის, კონკრეტულ განცხადების ფასის შეფასებას, თუ რამდენად იაფი ან ძვირია ის. ასევე, განცხადების განთავსების დროს, მონაცემების შეყვანის შემდეგ სისტემა მომხმარებელს შესთავაზებს საორიენტაციო ფასს, რომელსაც მომხმარებელი მისი სურვილისამებრ გაითვალისწინებს.
გაიგე შენი სახლის ფასი აქ