საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მზია გიორგობიანი დაინიშნა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, 2014 წლის აგვისტოდან მზია გიორგობიანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2001 წლიდან ამავე სამინისტროში იგი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, საჯარო სამსახურში გადასვლამდე კი დასაქმებული იყო კერძო სექტორში.
მინისტრს მაია ცქიტიშვილს ამ ეტაპზე სამი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძეა, რომელიც პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. ასევე მოადგილეები არიან: ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.