საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „GUDA TV“-სთვის და „ნტვ+“-ისთვის ავტორიზაციისშეჩერებაზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციის ეროვნული კომისიიდან აცნობეს.
„მას შემდეგ, რაც კომისიამ სამ კომპანიას - შპს „GUDA TV“, „ნტვ+“ და შპს „Voxbone“-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა. შპს „GUDA TV“-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, „ნტვ+“-მ კი - ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს „Voxbone“-ს კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს „Voxbone“-ის თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს“, – აცხადებენ კომისიაში.