საქართველოს სასტუმროების რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია ევროპის სასტუმროების, რესტორნების და კაფეების გამაერთიანებელი ორგანიზაციის HOTREC-ის წევრი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფედერაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
„ვულოცავთ საქართველოს ევროპული HOTREC-ის ოჯახის წევრობას. დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის შემდეგ საქართველო მესამე ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც სამწლიანი მუშაობის შემდეგ ამ ორგანიზაციაში გაერთიანდა.“-აღნიშნავს საქართველოს სასტუმროების რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე.
ევროპის სასტუმროების, რესტორნების და კაფეების გამაერთიანებელი ორგანიზაციის HOTREC 1979 წელს დაარსდა და დღეისათვის მისი წევრი 29 ევროპული ქვეყნის 40-მდე ასოციაციაა.
ქრისტინე გამთენაძე