Amazon Prime-ის საწევრო იზრდება

მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ რითეილეირი კომპანია Amazon-ი მისი Prime სერვისის წლიურ საწევროს ზრდის.

საუბარია, კომპანიის ამერიკელ მომხმარებლებზე, რომლებსაც საწევროს წლიური გადასახადი არსებული 99 დოლარიდან 119 დოლარამდე გაეზრდებათ. ცვლილება 11 მაისიდან შეეხებათ ახალ წევრებს, ხოლო დანარჩენებისთვის 16 ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთმა მენეჯერმა ბრაიან ოლაფსკიმ განაცხადა.

ოლაფსკის თქმით, Prime-ის ღირებულება არასოდეს ყოფილა მომხმარებლებისთვის ძალიან მაღალი, ხოლო მისი მომსახურება საკმაოდ ძვირი გახდა. „შესაბამისად, დანახარჯების გაზრდის გამო ვწვევთ ფასს მცირედით“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გასულ კვირას კომპანიის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა amazon-ის მეწილეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომპანიას 100 მილიონზე მეტი Prime-ის წევრი ჰყავდა. ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა კომპანიამ საკუთარი პლატფორმის წევრების შესახებ ინფორმაცია გაამხილა.

კოკა კვირკველია