„რეგულაციებთან დაკავშირებით საბანკო სექტორს მოლოდინი ჰქონდა და ამ გამოწვევას მეტ-ნაკლებად მომზადებული შევხვდით“,
- ამის შესახებ განცხადება „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესა და ბიზნესასოციაციას შირის შეხვედრამდე გააკეთა.
თუმცა მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, რომ საბანკო სექტორს მეტი დრო ჰქონოდა მოსამზადებლად.
„ჩვენ ვმუშაობდით პროექტზე და მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული რეგულაციები 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდებოდა. გვინდოდა სიღრმისეული მუშაობა. თუმცა რეგულაციები ამოქმედდა უფრო სწრაფ რეჟიმში", - აღნიშნავს ბუცხრიკიძე.
შეგახსენებთ, კომერციული ბანკებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემას შეზღუდავს.