საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დაინიშნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გიორგი წერეთელი, ამ დრომდე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, კობა გაბუნია კი შპს „ელიტა ბურჯის“ კომერციული დირექტორი იყო. თავმჯდომარის ახალ მოადგილეებს აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეა. მას 5 მოადგილე ჰყავს - ნუგზარ გასვიანი, ალექსანდრე თევდორაძე, ლევან კუპატაშვილი, გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია.