„ბიზნესპრესნიუსი“ აგრძელებს სტატიათა სერიას, თუ რა ჯდება მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ერთი ბრენდის ქვეშ მოქმედ სასტუმროში დასვენება. ამჯერად ავიღეთ სასტუმრო Holiday Inn და გავარკვიეთ, თუ რა ჯდება 2 ადამიანის დასვენება.
ფასები მოცემულია Booking.com-ის მიხედვით 2 ივლისიდან 8 ივლისის პერიოდში. ფასში შესულია საუზმის ღირებულება.
ნიუ-იორკი - ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. ამ ქალაქში Holiday Inn-ის, ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 4,054 ლარი დაჯდება. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში ამ სასტუმროში დასვენება ყველაზე ძვირი სწორედ ნიუ-იორკშია.
ლონდონი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მდინარე ტემზაზე მდებარეობს. ლონდონი ბრიტანეთის მთავარი ფინანსური ცენტრია. ფასის მიხედვით მეორე ადგილზე ლონდონის Holiday Inn, სადაც დასვენება 3,995 ლარი დაგიჯდებათ.
პარიზი - საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ეკონომიკური, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია. ამ ქალაქში Holiday Inn-is ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 3,337 ლარი ჯდება.
პრაღა - ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული. პრაღის Holiday Inn-ის ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 2,699 ლარი დაჯდება.
თბილისი - საქართველოს დედაქალაქი თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. თბილისის Holiday Inn-ში ივლისში 6 დღის გატარება 2 ადამიანს 2,662 ლარი დაუჯდება.
ბერლინი - გერმანიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია. ის ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. ბერლინში Holiday Inn-ის ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 2,337 ლარი ჯდება.
სიდნეი - ავსტალიის ყველაზე დიდი ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. სიდნეიში Holiday Inn-ის ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 2,264 ლარი დაჯდება.
დელი - ინდოეთის დედაქალაქი დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. დელიში Holiday Inn-ის ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანის დასვენება 1,955 ლარი დაჯდება.
სტამბოლი - თურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქია. ქალაქის კომერციული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს. სტამბოლში Holiday Inn-ის ბრენდის სასტუმროში 2 ადამიანს 6 დღით დასვენება 1,748 ლარი დაუჯდება.
ბუდაპეშტი - უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრია. ბუდაპეშტში Holiday Inn-ის ბრენდის სასტუმროში 6-დღიანი დასვენებისას 2 ადამიანს 1,643 ლარის გადახდა მოუწევს. როგორც აღმოჩნდა ამ ათი ქალაქიდან ყველაზე იაფი დასვენება ბუდაპეშტში ჯდება.
ნიუ-იორკი - 4,054 ლარი
ლონდონი - 3,995 ლარი
პარიზი - 3,337 ლარი
პრაღა - 2,699 ლარი
თბილისი - 2,662 ლარი
ბერლინი - 2,337 ლარი
სიდნეი - 2,264 ლარი
დელი - 1,955 ლარი
ბუდაპეშტი - 1,643 ლარი
სტამბოლი - 1,748 ლარი
ლიკა ამირაშვილი