როგორ ვიმოგზაუროთ პარიზში იაფად? - სასარგებლო ბმულები და რჩევები მოგზაურისგან

საფრანგეთის ქალაქ პარიზში მოხვედრა საქართველოს ორი ქალაქიდანაა შესაძლებელი - ქუთაისიდან და თბილისიდან. ქუთაისიდან პირდაპირ რეისს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ასრულებს, ხოლო თბილისიდან მოგზაურთა მსურველებს გაცილებით მეტი არჩევანი აქვთ - როგორც პირდაპირი რეისების, ისე სხვადასხვა ქვეყნების გავლით.

"ვიზეარი" პარიზიდან მოშორებით, ბოვეში დაფრინავს. პარიზის ცენტრსა და ბოვეს შორის მანძილი დაახლოებით 90 კილომეტრია. პარიზის ცენტრში მოხვედრა კი ავტობუსითაა შესაძლებელი. ავტობუსი ავიაკომპანიის რეისებსაა მორგებული და მისი ღირებულება 17 ევროს შეადგენს, თუ ბილეთს წინასწარ, ონლაინ იყიდით მისი ღირებულება 15 ევრომდე იქნება. გზას დაახლოებით 1 საათი სჭირდება. ავტობუსის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სალაროში ან ბილეთების განკუთვნილ აპარატში.

თბილისიდან კი ავიაკომპანიები შარლ დე გოლის ან ორლის აეროპორტებში დაფრინავენ. ორლის აეროპორტიდან პარიზის ცენტრში მოსახვედრად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ავტობუსია, რომლის ღირებულებაც 8.7 ევროს შეადგენს. ბილეთის ყიდვა ადგილზე, აპარატითაა შესაძლებელი. ქალაქში შესვლისას, ბოლო გაჩერებამდე, ავტობუსი რამდენიმე ადგილას აჩერებს, საბოლოო დანიშნულება კი Denfert-Rochereau სადგურია, საიდანაც თავისუფლად შეგიძლიათ მოხვედრა პარიზის ნებისმიერ წერტილში. მგზავრობის დრო დაახლოებით 25-35 წუთს შეადგენს.

ორლის აეროპორტიდან ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://goo.gl/TRsDHC

შარლ დე გოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად ყველაზე კარგი ვარიანტი მატარებელია, რომელიც Gare du Nord, Chatelet, St.Michel, Luxemburg, Port Royal, Denfert-Rochereau სადგურებამდე მიდის, იქიდან კი მეტროში გადაჯდომა და ნებისმიერ წერტილში მოხვედრაა შესაძლებელი. შარლ დე გოლის აეროპორტიდან ავტობუსებიც დადიან და მისი ღირებულება 10 ევროა. ავტობუსი პარიზის ცენტრში ოპერის მოედანზე, ან შარლ დე გოლზე ჩერდება.

შარლ დე გოლის აეროპორტიდან ცენტრამდე საზოგადოებივი ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://goo.gl/Y7VtJX

ტურისტულ პარიზში გადაადგილება მეტროს და ავტობუსის საშუალებითაა შესაძლებელი. ერთი ბილეთის ღირებულება 1.9 ევროა და მისი გამოყენება 2 საათის განმავლობაში რამდენჯერმე შეგიძლიათ. ერთიანად 10 ბილეთის ყიდვის შემთხვევაში ერთის ღირებულება 1.49 ევრო გამოდის. ამ შემთხვევაში ბილეთი ერთჯერადია და მის გამოყენებას მხოლოდ ერთხელ შეძლებთ. პარიზის მეტროზე ლეგენდა დადის, რომ მის ლაბირინთებში გარკვევა რთული და შეუძლებელია. 

სრულად  იხილეთ