ავტობუსის გაჩერებები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვთ

ხაშურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტობუსის გაჩერებებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დავით ლომიტაშვილის 24 აპრილის ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, საუბარია, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში XX საუკუნის 70-იანი წლებში აშენებულ პავილიონზე/ავტობუსის გაჩერებაზე და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდაში ასევე XX საუკუნის 70-იანი წლებში აშენებულ გაჩერებაზე.

„ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში,“-აღნიშნულია ბრძანებაში.