ევროპაში ამერიკის მხრიდან წამოყენებულ მოთხოვნებზე, რაც სავაჭრო ურთიერთობებში კვოტების გაზრდას ეხება, შეწუხებულები არინ, - ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირობას უყენებს ევროკავშირსა და კანადას დათანხმდნენ განახლებულ კვოტებზე, რათა ეს ქვეყნები დროებით გათავისუფლდნენ რკინასა და ალუმინზე დაწესებული განახლებული ტარიფებისგან, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება.
„ჩვენ ვთხოვთ ყველას, რომ თუ ტარიფებზე არა, მაშინ კვოტებზე მაინც დაგვთანხმდნენ“ - განაცხადა ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა. შედეგად კი ევროკავშირი აღმოჩნდა არჩევანის წინაშე: ან დაუთმოს აშშ-ს, ან მიიღოს ახალი „საჯარიმო“ ტარიფები - წერს გამოცემა.
„სავაჭრო ომი - ეს არის ყველას დამარცხება. საპასუხო ზომების გააზრებისას უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება, თუმცა ძირითადი პრინციპი არის ის, რომ ამ სავაჭრო ომში ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ ჩვენ ვეცდებით ის თავიდან ავიცილოთ“ - აცხადებს ბელგიის ფინანსტა მინისტრი იოჰან ვანი.
ამერიკის მოთხოვნა - შემცირდეს რკინისა და ალუმინის ექსპორტი 90%-მდე, არსებული დონიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ევროპაში მიუღებლად მიაჩნიათ - განუცხადა სააგენტოს წყარომ ევროკავშირიდან.
შეგახსენებთ, 23 მარტიდან აშშ-მ იმპორტირებულ რკინაზე 25%-მდე და ალუმინზე 10%-ით გაზარდა გადასახადი. ის ყველა ქვეყანაზე მოქმედებს, თუმცა ცალკეული ქვეყნებისთვის პირველ მაისამდე გადავადდა.
კოკა კვირკველია