„მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის“ ანგარიშის მიხედვით, ევროპა ტურისტებისთვის მიმზიდველობის მხრივ კვლავ რჩება ნომერ პირველ რეგიონად რჩება.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებს 538 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია, ხოლო თავად ევროკავშირზე მსოფლიო ტურისტების 40% მოდის.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებმა ტურიზმისგან 342 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს - ეს კი 30%-ზე მეტია მსოფლიო ტურიზმის შემოსავლებისა. ევროკავშირის მცხოვრებლებმა მიიღეს იმაზე მეტი შემოსავალი ტურიზმისგან, ვიდრე თავად დახარჯეს მოგზაურობებში. მათ ამავე პერიოდის განმავლობაში 315 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 2 მილიონამდე კომპანია მუშაობს, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული. მასში დაკავებულია 12 მილიონი ადამიანი. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანის მშპ-ში ტურიზმის წილი 11%-ს აღწევს.
„ტურიზმის სფროში სტაბილური ზრდა ბევრ ქვეყნაში ეკონომიკური ზრდის საწინდარი გახდა და მან ევროპულ ქვეყნებში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყო ხელი“ - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
პოლოლიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის ევროკავშირში სამუშაო ადგილების შექმნის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ნაწილი. ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ამ სექტორის მდგრადობას შეუწყობს ხელს.
კოკა კვირკველია