ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, 2018 წლის მარტში გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 39% კი დასაქმებულად თვლის.
აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული (მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი).
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა იმ 60%-დან, რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 37%-ის თქმით, უმუშევარია და სამსახურს ეძებს; 24%- პენსიონერია და სამსახურის პოვნით არ არის დაინტერესებული; 15% დიასახლისია; 8%-ის განცხადებით, პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის ძებნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს; 6%-უმუშევარია და არც დაინტერესებულია სამსახურის ძებნით (დიასახლისის გარდა); 5%-სტუდენტია; 1 % - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; ხოლო 1%-ის თქმით, პენსიონერია და ეძებს სამსახურს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.