აჩუქე განსხვავებული - „ბიბლუსის“ სასაჩუქრე აქსესუარების ხაზს კიდევ 2 ბრენდი შეემატა

როცა საქმე განსხვავებულ საჩუქარს ეხება, შერჩევის პროცესი ნამდვილად რთულდება.

წარმოიდგინეთ, რა რთულია, ერთმა საჩუქარმა თქვას "მადლობა“, „მიყვარხარ“ ან "გილოცავ“ ისე, რომ ადრესატის მოწონებაც დაიმსახუროს და დადებითი ემოციებიც გამოიწვიოს მასში. ამიტომ, გასათვალისწინებელი მართლაც ბევრი დეტალია. თუ მაღალი ხარისხის, განსხვავებული, დახვეწილი და გემოვნებიანი საჩუქრის შერჩევა გსურთ ბევრი ფიქრი აღარ მოგიწევთ, რადგან მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ სასაჩუქრე ნივთების ხაზს 2 ძალიან პოპულარული ბრენდი: Cerruti და Nina Ricci შეემატა.

bpn

Cerruti - მაღალი მოდის სახლი, რომელიც 1881 წლიდან დღემდე ანებივრებს მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქციით. ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია უამრავი პროდუქტი, თუმცა Cerruti-ს სასაჩუქრე აქსესუარები: კალმები, ბლოკნოტები, ორგანაიზერები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. აქსესუარებისადმი დიდ ინტერესს რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველ რიგში ხარისხი, რაც ნატურალური, მდიდრული ქსოვილით მიიღწევა და მინიმალისტური დიზაინი, რაც მას ორმაგად მომხიბვლელს ხდის. განსაკუთრებულია Cerruti- ს კალმების ხაზი, რასაც ფუნქციური და დეკორატიული უნიკალურობა განაპირობებს: ის მზადდება PVD მეთოდით, რაც გულისხმობს ტიტანის ნიტრადის გამოყენებას მყარი ზედაპირის მისაღებად.

bpn

NINA RICCI - ეს არის ფრანგული მოდის სახლი , რომლის ისტორია 1932 წელს , პატარა სამკერვალოთი იწყება. დაარსების დღიდანვე ბრენდი გამოირჩეოდა განსხვავებული სტილით - თბილი ფერებითა და ყვავილების პრინტებით, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ფიგურირებდნენ მოდელებში. დღესდღეობით ეს ბრენდი ასოცირდება სუნამოებთან და სამოსთან, თუმცა NINA RICCI-ს აქსესუარების ხაზი ერთ-ერთი გამორჩეულია ბაზარზე. ბრენდი გვათავაზობს 100% ნატურალური ტყავისგან დამზადებულ ნივთებს , რომლებიც გამოირჩევიან უნიკალური, ფერადი დიზაინით, რაც ერთგვარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბრენდს თავისი ნიშა 86 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს. ბრენდი გვთავაზობს მრავალფეროვანი დიზაინის მქონე კალმებს, ბლოკნოტებს, ორგანიაზერებსა და საფულეებს რომელებიც გამოირჩევიან დახვეწილი ფერებითა და ფორმებით.

Nina Ricci და Cerruti დიდი პოპულარობით სარგებლობენ მსოფლიო მასშტაბით და მათ მომხმარებელთა რიცხვში უამრავი ცნობილი ადამიანია. საქართველოში მათი შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე აქსესუარების ხაზის “Lupen”-ის ფარგლებში, რომელიც გარდა ამ ორი ბრენდისა აერთიანებს ისეთი ბრენდების ნივთებს, როგორებიცაა: Hugo Boss, Parker, Pierre Cardin, Moleskine და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ბრენდის დამატებას გეგმავს. სასაჩუქრე ნივთების შესაძენად ეწვიეთ „ბიბლუსი გალერეას“ : თბილისი; ჭავჭავაძის #7 და კანდელაკის #7.