1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4570 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4570 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4617 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსიც ცვლილებამ 0.0047 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9713 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9762 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.