2017 წელს საქართველოში 2 922 შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასრულდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მათი 30% თბილისზე მოდის.
დედაქალაქში შარშან 860 მშენებლობა დასრულდა, საერთო ფართით 1 338 288 კვადრატული მეტრი. მთლიანად საქართველოში კი 2017 წელს 2 198 309 კვადრატული მეტრის მშენებლობა დასრულდა.
ყველაზე მცირე რაოდენობით შენობა-ნაგებობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში აშენდა. შარშან მხოლოდ 21 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, საერთო ფართი 4 710 კვადრატული მეტრი.
„საქსტატის“ მონაცემებით, რეგიონში 2017 წელს აშენდა ერთი ადმინისტრაციული შენობა, 4 - საცხოვრებელი სახლი, 3 - სავაჭრო ობიექტი, ერთი სპორტული ნაგებობა-მოედანი, 3 - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი და არც ერთი კაფე, ავტოსადგომი, აფთიაქი, სასტუმრო და ა.შ.