WSJ: ჩინეთ-ამერიკას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამერიკასთან მიმდინარე კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ აპირებს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მოთხოვნილი ორი მთავარი საკითხის განხილვას.

„უოლ სთრით ჟურნალის“ ინფორმაციით, საუბარია ამერიკის მოთხოვნაზე უპირობოდ შემცირდეს 100 მილიარდის ოდენობით დეფიციტური მაჩვენებელი ჩინეთთან, რომელიც ამჟამად 375 მილიარდ დოლარს შეადგენს, ასევე შეეზღუდოს ჩინეთს ელექტრომობილების, ავიაციისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამებში განზრახული 300 მილიარდი დოლარის დახარჯვა.

გამოცემის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პოზიცია მოლაპარაკებებისას იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ჩინური მხარე საერთოდაც სკეპტიკურად უყურებს რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევას დაგეგმილ რაუნდზე. მეტიც, არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ერთ თვეში ჩინეთის წარმომადგენლებს მომდევნო რაუნდის მოლაპრაკებების გასამართად ვაშინგტონში მოუწიოთ გამგზავრება.

კოკა კვირკველია